დაბადების ადგილი: სოფელი მათხოჯი, ხონის რაიონი.
დაამთავრა მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის სასცენარო ფაკულტეტი 1935 წელს.
1927 წელს გაზეთ "ახალგაზრა კომუნისტში" პირველად დაიწერა მისი ლექსები; იგი მრავალი მხატვრული და სამეცნიერო-პოპულარული ფილმის სცენარების ავტორია, მათ შორის: "დაგვიანებული სასიძო", "ბაში-აჩუკი", "გლახის ნაამბობი", "ბედნიერი შეხვედრა", "ამბავი სოფელ ნატანებზე", "შემოდგომა კახეთში", "აკაკი წერეთელი", "გორი", "ფერეიდნელი ქართველები", "საინგილო"და სხვა.; მისივე სცენარით გადაიღეს პირველი ქართული მულტფილმები: "ნიკო და სიკო", "გაზაფხულის სტუმრები" და სხვა.; მისი დრამატული ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია პრემირებული პიესა - "მუდამ მწვანე მთები", რომელიც წარმატებით იდგმებოდა რუსთაველის სახელობის თეატრში; იგი 40 წლის მანძილზე უანგაროდ ემსახურებოდა ქართული კინემატოგრაფიის განვითარების საქმეს.
ცნობილია:Writing
დაბადების დღე:1910-05-23
დაბადების ადგილი:
ასევე ცნობილია:Lado Karsanidze, ლადო კარსანიძე, В. Карсанидзе, Владимир Карсанидзе